logo orientinox1

სამრეწველო სერვისები და ინდივიდუალური წარმოება უჟანგავი ფოლადის ავზების დამზადება

ვამზადებთ უჟანგავი ფოლადის (AISI 304 / AISI 316) მაღალი სტანდარტის ავზებსა და საწარმოო აღჭურვილობას. უზრუნველვყოფთ ევროპული მასალების იმპორტს, პროფესიონალურ მონტაჟს და სრულ ტექნიკურ მომსახურებას თქვენი ბიზნესისთვის.

უჟანგავი ფოლადის მასალები და აღჭურვილობა საბითუმო ფასად

ORIENTINOX-ში შემოგვაქვს უჟანგავი ფოლადის მასალების ფართო ასორტიმენტი — ფურცლები (ლისტები), ფირფიტები, მრგვალი მილები, კვადრატული და მართკუთხა მილპროფილები. ვამარაგებთ საწარმოებს, სამშენებლო კომპანიებსა და საამქროებს როგორც ცალკეული შეკვეთებისთვის, ისე რეგულარული მომარაგებისთვის.

უჟანგავი ფოლადის მასალები

ფურცლები და ფირფიტები სხვადასხვა სისქითა და ზომით, შედუღებული და უნაკერო მილები, კვადრატული და მართკუთხა პროფილები, მრგვალი ღეროები, ზოლები და კუთხოვანები.

სამრეწველო და ჰიგიენური შეერთებები

მუხლები, სამმაგები, გადასასვლელები, ქუროები, კლამპური შეერთებები, ფლანცები და სარქველები.

საწარმოო აღჭურვილობა

ტუმბოები, მიქსერები და შემრევები, ფირფიტოვანი და მილოვანი თბომცვლელები, ავზის ლიუკები და აქსესუარები.

უჟანგავი ფოლადის ავზების დამზადება

ჩვენი ხედვა და პრინციპები

ჩვენი მიზანია, ქართულ და რეგიონულ ბაზარს შევთავაზოთ უმაღლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისი უჟანგავი ფოლადის პროდუქცია. ვავითარებთ თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიებს, ვნერგავთ ინოვაციებს და ვუზრუნველყოფთ თითოეული პარტნიორის ბიზნესის გრძელვადიან წარმატებასა და საიმედოობას.

უჟანგავი ფოლადის ავზების დამზადება

ინდივიდუალური პროექტირება

ვამზადებთ ნებისმიერი მოცულობისა და სირთულის ავზებს ღვინის, კვების, ფარმაცევტული და ქიმიური ინდუსტრიების სპეციფიკის გათვალისწინებით.

საუკეთესო ფასი

ევროპული მასალებისა და მაკომპლექტებელი ნაწილების პირდაპირი იმპორტი გვაძლევს საშუალებას, შემოგთავაზოთ კონკურენტული ფასი შუამავლების გარეშე.

სერტიფიცირებული ხარისხი

ვიყენებთ მხოლოდ სერტიფიცირებულ AISI 304 და AISI 316 ფოლადს და ვასრულებთ სრულ სამონტაჟო სამუშაოებს გარანტიით

0 +
შესრულებული სამუშაო
0 +
წლიანი გამოცდილება
0 +
პარტნიორი
0 +
დამზადებული პროდუქცია

ინდუსტრიული ნაწილები და აქსესუარები - სრული კომპლექტაცია თქვენი საწარმოსთვის

ღვინისა და სხვა სამრეწველო საწარმოების უწყვეტი, შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის გთავაზობთ ევროპული და მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების უმაღლესი ხარისხის ნაწილებისა და მასალების ფართო არჩევანს – პირდაპირი იმპორტით, შუამავლების გარეშე.